საოპერო გალა კონცერტი გორში

12:34, 30.12.2025

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქალაქ გორში საახალწლო გალა კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და გუნდი. თეატრის ორკესტრს ლევან ჯაგაევი დირიჟორობდა. შესრულდა ფრაგმენტები ქართული და ევროპული საოპერო ნაწარმოებებიდან. საოპერო გალა კონცერტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

მსგავსი