საომარი ვითარება უკრაინაში

მოლაპარაკებებზე რუსეთი მოთხოვნებს ამცირებს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია აღარ საუბრობს დენაციფიკაციაზე. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, საუბარი იყო უკრაინაში გარკვეული ტიპის შეტევითი იარაღის განლაგების პრევენციაზე. მოთხოვნების ეს შემცირება იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაციას ესმის, რომ მათი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა შეუძლებელია.

იყო თეორიული შეთანხმება, მხარეთა თანხმობა ჰუმანიტარული დახმარების ან ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის შესახებ უკრაინის გარშემორტყმული ქალაქებისთვის, ქალაქებისთვის, რომლებიც განიცდიან რუსეთის შემოჭრას“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა. შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.