საომარი ვითარება ისრაელში - ქართველები კონფლიქტის ზონაში

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, ისრაელში რჩებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

საომარი მოქმედებების ზონაში მუშაობენ როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნიდან ჩასული ექიმები. მათ შორის მუშაობას განაგრძობენ ქართველი მედიკოსებიც. მოქალაქეთა ნაწილი, – ძირითადად ტურისტები, – ისრაელს ტოვებს. თელავივიდან რამდენიმე რეისი ისევ შესრულდა თბილისის მიმართულებით. საქართველოს საელჩოში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი, საგარეო უწყება კი აქტიურ კომუნიკაციაშია ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. საბედნიეროდ, ამ დრომდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისრაელში არსებულ ვითარებაზე „მოამბე“ იქ მცხოვრებლებს დღესაც ესაუბრა – დეტალურ ინფორმაციას თეონა ხუბულავა მოგვაწვდის.