საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

თელ-ავივისთვის სტრატეგიული სამხედრო დახმარების გაწევის შემდეგ, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისა და კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად, შეერთებული შტატები დიპლომატიურ ძალისხმევას ააქტიურებს.

ხვალ თელ-ავივში ამერიკის პრეზიდენტს ელოდებიან. ბენიამინ ნეთანიაჰუს გარდა, ბაიდენი იორდანიის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება. კონფლიქტის გამწვავების პრევენციის გარდა, შეხვედრებზე მთავარი აქცენტი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვასა და ჰუმანიტარული გეგმის შემუშავებაზე გაკეთდება. ახლა მთავარი კითხვაა, დაიწყებს თუ არა ღაზის სექტორში ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ისრაელი – მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში ახალი ფრონტის გახსნის თაობაზე მუქარა ოფიციალური თეირანის მხრიდან უკვე გაისმა.