საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

უკიდურესად არის გამწვავებული ისრაელსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს შორის ურთიერთობა.

ანტონიო გუტიერეშს საკუთარი განცხადების გამო განმარტების გაკეთება დასჭირდა. საუბარია იმ კომენტარზე, რომელიც ოფიციალურმა თელ-ავივმა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის გამართლებად მიიჩნია და გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა. ახსნა-განმარტების მიუხედავად, ისარელის ეს მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება. ისარელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია ისევ არ დაუწყია, თუმცა ანკლავში უმძიმესი სიტუაციაა – ჰუმანიტარულ კრიზისთან ერთად ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ვაშინგტონი და ევროპა ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის წინააღმდეგ ცეცხლის სრულად შეწყვეტას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.