საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში საომარი ვითარების გამო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო კოალიცია შესაძლოა გაფართოვდეს.

კოალიციის „ ჰამასის“ წინააღმდეგ გამოყენების ინიციატივა ემანუელ მაკრონს ეკუთვნის, რომელიც დღეს ისრაელში ჩავიდა. ისრაელის პრემიერის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი პალესტინის ლიდერსაც შეხვდა. ოფიციალური თელ-ავივი ღაზის სექტორზე ავიაიერიშებს განაგრძობს. იბომბება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები. მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღე იზრდება. არ წყდება თავდასხმები ღაზიდან ისრაელზეც, რის გამოც სხვადასხვა ქალაქში დილიდან განგაშის სიგნალი ისმის. ღაზის სექტორზე გაკეთებული განცხადებების გამო, გაერო-ში ისრაელის ელჩი გაერო-ს გენერალური მდივნის გადადგომას ითხოვს. მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მოწოდების მიუხედავად, „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს აყვანილი 200-ზე მეტი მძევლიდან ამ დრომდე მხოლოდ ოთხი ტყვე გაათავისუფლა.