საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორზე ინტენსიურ იერიშებს არ წყვეტენ.

რამდენჯერმე დაანონსებული ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა ისრაელის სამხედრო ძალებმა ლოკალური და შეზღუდული სახმელეთო ოპერაციები უკვე ჩაატარეს. დაიბომბა „ჰამასის“ და ისლამური ჯიჰადის ათეულობით ობიექტი. ისრაელის მარტო დღევანდელი ავიაიერიშის შედეგად 400-მდე ადამიანია დაღუპული. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს „ჰამასიც“. ანკლავში ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ადგილზე საკვების და წყლის დეფიციტია. ევროკავშირი ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოდის. ამ დრომდე უცნობი რჩება იმ 222 მძევლის ადგილსამყოფელი, რომლებიც „ჰამასის“ მძევლებმა ორი კვირის წინ გაიტაცეს. სიტუაცია რთულია ლიბანის საზღვართანაც, სადაც ისრაელის დასახლებებს ლიბანიდან ცეცხლს მოძრაობა „ჰეზბოლა“ უხსნის.