საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელს და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების მე-13 დღეს, მსხვერპლის რაოდენობამ ორივე მხარეს 5 000 ადამიანს გადააჭარბა.

ისრაელი ღაზის სექტორის დაბომბვას განაგრძობს. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, დღეს ღაზის სექტორთან ბაზირებულ ისრაელის ჯარებს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა უთხრა, რომ არაბულ ანკლავში სახმელეთო ოპერაცია მაინც დაიწყება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბლოკირებულ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთისთვის გამშვები პუნქტი ეგვიპტიდან 20 ოქტომბერს გაიხსნება.