საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელი ღაზის სექტორზე შეტევის მესამე ფაზას აანონსებს.

გეგმა ახალი საბრძოლო ტაქტიკის გამოყენებას ითვალისწინებს. იგულისხმება ანკლავის ჩრდილოეთით ტერორისტების გვირაბების განადგურება, სპეცოპერაციები და საჰაერო და სახმელეთო მოქმედებები. საერთაშორისო საზოგადოების ახალი გამოწვევა ომის არეალის გაფართოების საფრთხეა. მსოფლიო ლიდერები საომარი მოქმედებების მასშტაბის ზრდის და რეგიონული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ახლო აღმოსავლეთში ჩადიან. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული სიტუაციაა.