საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ღაზის სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე.

„წითელი ჯვარი“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთების შეუფერხებლად შეტანას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ. ადგილზე საკვების, სასმელი წყლის და პირველადი საჭიროებების მწვავე დეფიციტია. მძიმე ვითარებაა კლინიკებშიც, რომლებიც საბძოლო მოქმედებების ეპიცენტრადაა ქცეული. გაერო ღაზის სექტორის ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე საუბრობს. პალესტინის ლიდერის მოთხოვნაა, რომ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება პარაშუტებით მაინც მიაწოდონ. ისრაელის მხრიდან მზადყოფნის დადასტურების მიუხედავად, ცხელ წერტილში ჰუმანიტარული პაუზები ყოველდღიურად არ მოქმედებს.