საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზის სექტორში ისრაელი სამხედრო ოპერაციას ინტენსიურად განაგრძობს.

იბომბება დასახლებული პუნქტები, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. ისრაელის მტკიცებით, „ჰამასი“ ოპერაციულ ცენტრებს საავადმყოფოებში მალავს. მასშტაბური დაბომბვების პარალელურად, არაბული ანკლავიდან რაკეტებს ისევ ისვრიან. დღეს ცეცხლი გაუხსნეს თელ-ავივს. ამერიკა ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვტას მხარს არ უჭერს. მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე გაერო ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული ტვირთის უწყვეტ მიწოდებას ითხოვს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ყატარის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმრების გაცვლის მიზნით შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.