საომარი მოქმედებების 86-ე დღე უკრაინაში

„აზოვის“ სამხედრო მეთაურები „აზოვსტალში“ რჩებიან.

პოლკის ხელმძღვანელი დღეს პირველად საუბრობს იმ ბრძანების დეტალებზე, რომელიც ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობისგან მიიღეს. დავალება გულისხმობდა მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნებას და ქალაქ მარიუპოლის დაცვის შეჩერებას. ევაკუაციის გეგმის გარშემო ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, თუმცა ბოლო მონაცემებით, მარიუპოლის სამრეწველო კომბინატიდან 2 000-მდე ადამიანია უკვე გაყვანილი. რუსული მხარის ინფორმაციით, რუსი სამხედროების კონტროლქვეშ „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია დღესაც მოხდა. ახლა მთავარი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაყვანილი მოქალაქეების და დაჭრილი მებრძოლების უსაფრთხოება და მათი გაცვლის პირობის დროულად შესრულებაა. მარიუპოლის დამცველების 86-დღიანმა გმირულმა ბრძოლამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაერთი მიმართულებით მტრის შეკავების საშუალება მისცა. ახლა ძირითადი დარტყმების ქვეშ დონეცკი და ლუგანსკია, ბოლო 24 საათში ორივე ოლქში 50-მდე დასახლება დაბომბეს, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.