საომარი მოქმედებები უკრაინაში

დაბომბილი ქალაქები და სტრატეგიული ობიექტები უკრაინაში. არიან დაშავებულები. ვრცელდება ინფორმაცია შვიდი გარდაცვლილის შესახებაც. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და სამხედრო განგაშია გამოცხადებული. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. არაა გამორიცხული დაიწყოს ევაკუაცია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საჰაერო სივრცე დახურულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამხედრო პორტი დაბომბეს. დილიდან ისმოდა აფეთქებების ხმა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კიევში, სადაც პერიოდულად განგაშის სიგნალი ირთვება.

რატი ხვისტანი კიევიდან პირდაპირ ეთერში.

მოამბე