საომარი მოქმედებები უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან

რუსული დივერსიული ჯგუფების ნაწილი კიევში განადგურებულია. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის. დაახლოებით ერთი საათის წინ, ობოლონის რაიონში რუსული მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა. პარალელურად, თავდაცვის ძალების რიგებში ჩარიცხვის პროცედურები მარტივდება და ასაკობრივი ზღვარი უქმდება. რიგებია საავადმყოფოებთან, სადაც მოქალაქეები დაშავებულების გადასარჩენად სისხლს აბარებენ. კიევიდან რატი ხვისტანი პირდაპირ ეთერში.