საომარი მოქმედებები უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან ბოლო ცნობებით

კიევში საჰაერო დარტყმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ისევ გაისმა. ამასთან, ბოლო ცნობებით, კიევს სრულად აკონტროლებს უკრაინის არმია და ტერიტორიული თავდაცვის ძალები. თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დამატებითი ჯავშანტექნიკა კიევის ოლქისაკენ მიემართება. ჩვენი გადამღები ჯგუფები ადგილზე განაგრძობენ მუშაობას, – ირაკლი გედენიძე, ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე, დავით ცირიკიძე და რატი ხვისტანი ბოლო ინფორმაციით კიევიდან.