საომარი მოქმედებები უკრაინაში - დღე მე-8

სროლისა და აფეთქების ხმა ისმის უკანაში. უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ბუჩადან მთლიანად განდევნეს საოკუპაციო ჯარი. ღამით, ქვეყნის მასშტაბით, დაიბომბა სკოლები, ტაძრები, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები. ხუთი ადამიანი დაშავდა სუმში სარაკეტო დარტყმის შედეგად. ჭურვი 27-ე  საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ღამით მხოლოდ ხარკოვში ოთხი ადამიანი დაღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რამდენიმედღიანი დაპირისპირებისა შემდეგ რუსული ძალები შევიდნენ, ის ამ დრომდე უკრაინელების კონტროლქვეშაა. ხერსონთან დაკავშირებით კი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. რუსული მხარე იუწყება, რომ ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. მანამდე გავრცელდა ქალაქის მერის განცხადებაც, სადაცა მან აღნიშნა, რომ 300-ათასიანმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის მითითებები, რასაც შეიარაღებული ძალები გასცემენ. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ჟიტომირშიც. ნანგრევებში მშვიდობიანი მოქალაქეები აღმოჩნდნენ. მძიმე მდგომარეობაა სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქ მარიუპოლშიც. ამ მონაცემებით, ის რუსი სამხედროების ალყაშია. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს სამხედროებს საწვავი და საბრძოლო მასალების მარაგი არ აქვთ. გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულია 227 და დაშავებულია 525 სამოქალაქო პირი. თუმცა, ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ეს რიცხვი რეალურ მონაცემებს არ ასახავს და ის ბევრად უფრო მაღალია.