მესამე დღეა, უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან. დაბომბილი ქალაქები, სოფლები, სკოლები, ბაღები – გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა და ბრძოლა კიევისთვის. უკრაინის დედაქალაქში სროლის, აფეთქების ხმა და განგაშის სიგნალი არ წყდება, გაჩერებულია მეტროს მიმოსვლა, მეტროსადგურებს კი ამ დრომდე მოსახლეობა თავშესაფრად იყენებს.
ჩვენი ჟურნალისტები რატი ხვისტანი და ლევან ახალაია, ოპერატორები დავით ცირიკიძე და გიორგი კიკვაძე და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე საომარი მოქმედებების ზონაში მუშაობენ.
ვიწყებთ ლევან ახალაიას ჩართვით – რა ვითარებაა ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ზონაში?