საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანა. შედეგად დაღუპულია სულ მცირე, ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 80 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და სხვადასხვა შენობა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სლავიანსკის მახლობლად საჰაერო დარტყმის შედეგად, 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისი თქმით, თავდასხმის მომენტში ისინი პენსიების აღებას ცდილობდნენ.