საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინას ამ დროისთვის 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიადგა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ კიევის ეკონომიკის სკოლაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ მონაცემით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მინიმუმ 4 431 საცხოვრებელი კორპუსი, 92 ქარხანა და საწყობი და 378 სკოლა განადგურდა ან დაზიანდა.

გავრცელებული ცნობით, რუსული აგრესიის შედეგად, ასევე განადგურდა ან დაზიანდა 12 აეროპორტი და შვიდი თბოელექტრო და ჰიდროელექტროსადგური.