საომარი მოქმედებები უკრაინაში

საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. შექმნილი ვითარების გამო, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობა რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვასა და უნგრეთში. საქართველოს მთავრობის დავალებით, საელჩოების ორგანიზებით ხდება მოქალაქეთა გადაყვანა უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ საქართველოში გამომგზავრება. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, სამშობლოში 1000-ზე მეტი მოქალაქე  ჩამოვიდა.

დატოვე კომენტარი