საომარი მოქმედებები სირიაში 

იდლიბში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.

გუშინდელი ავიაიერიშის შემდეგ, ცოტა ხნის წინ სირიის ოპოზიციის მხადამჭერი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ასადის მოკავშირე ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

თურქული მხარის ინფორმაციით, ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ ასადმა უკან უნდა დაიხიოს და იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისი დაასრულოს. პარალელურად გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდიან, იდლიბის საკითხთან დაკავშრებით 5 მარტს სტამბოლში პუტინს, ერდოღანს, მერკელსა და მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართოს.

თამთა რუხაძე დეტალებით.