კურსკის ოლქში უკრაინის ძალების პლაცდარმი ძლიერდება, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მთავარსარდალმა სირკსიმ უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ უკრაინის ძალების ოპერაცია რუსეთის რეგიონში გეგმის მიხედვით გრძელდება.
პარალელურად, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქის სასაზღვრო ზონებიდან უსაფრთხო რაიონებში კიდევ სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყო და რეგიონში ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის ქალაქ სუჯას აკონტროლებენ.