რუსეთის შემდეგ ინდოეთის პრემიერი უკრაინაშია ჩასული.
ვიზიტის მთავარი თემა ომის დასასრულებლად მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობაა. ნარენდრა მოდი მხარეებს სამშვიდობო პროცესში შუამავლობის პირობას აძლევს. დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე საომარი მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური ხდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე შეტევით ოპერაციებს აძლიერებენ. კურსკის ოლქი მთავარი ეპიცენტრია. თავდასხმების სამიზნეა სხვა საზღვრისპირა რაიონებიც. საომარი მოქმედებები არ წყდება დონბასშიც.