ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა ერთ-ერთ საკითხი, რასაც ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმად განიხილავს. თუმცა, როგორც კაია კალასი აცხადებს ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის გაუქმება დღის წესრიგში არ დგას. განსხვავებული იყო, ბალტიისპირეთის წარმომადგენელთა პოზიციები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეული ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა, დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს მეტი ყურადღება დაეთმოს. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების პარალელურად, ბრიუსელში შეკრებილი ევროგაერთიანების, საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსიის საგანი, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო. მათ შორის იმსჯელეს პერსონალურ საქნციებზეც, თუმცა შეთანხმება ვერც დღეს მოხერხდა.
ბრიუსელიდან გაჟღერებულ მწვავე გზავნილებს ოფიციალური თბილისის მძიმე რეაქცია მოჰყვა.