საომარი მოქმედებები აზჯერბაიჯანსა და სომხეთში

ევროკავშირი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს მხარეებს. ამის შესახებ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან საბჭოს წევრებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიღებული ერთობლივი კომუნიკეს შესახებ აცნობა, რომელიც აშშ-ს, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გუშინ გამოაქვეყნეს. ასევე, გააცნო მათ ინიციატივები, რომლის წარდგენასაც ლიდერები გეგმავენ. სომხური მხარე კოტაიქისა და გეღარ-ქუნიქის მიმართულებით აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოშვებული ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება.  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი, აცხადებენ, რომ კონტრიერიში წარმატებულად მიმდინარეობს.