საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ პირველ შეხვედრას მოსკოვში გამართავენ.

ქვეყნების პირველი დიპლომატები რუსეთის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინმა მიიწვია. მოლაპარაკებას გამართავენ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ. მანამდე კი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები გრძელდება. მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. მოსკოვში დიპლომატების შეხვედრის პარალელურად, სომხეთის დედაქალაქში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. მიხეილ მიშუსტინი ერევანში ევრაზიული კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს, შემდეგ კი შეხვედრას უშუალოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს.

რატი ხვისტანი და პაატა ჯორჯიაშვილი მუშაობენ ერევანში.