საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 

სომხეთ-აზერბაიჯანის ომის მე-12 დღე.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ოფიციალური ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული ობიექტების დაბომბვაში ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია პოზიციური შეტაკებების და დანაკარგების შესახებ. კონფლიქტის მხარეებთან მოლაპარაკება დაიწყო მინსკის ჯგუფმა. ამ წუთებში ჟენევაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან. 12 ოქტომბერს კი ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და საფრანგეთის წარმომადგენლები სომხეთის პირველ დიპლომატს მოსკოვში შეხვდებიან. სომხეთის დედაქალაქში დღეს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.

ერევანში რატი ხვისტანი და პაატა ჯორჯიაშვილი მუშაობენ.