ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ აფართოებენ სახმელეთო ოპერაციებს ღაზას სექტორის ყველა მიმართულებით. მისივე თქმით, სადაც „ჰამასის“ ცენტრია, ისრაელის თავდაცვის ძალები იქ მოქმედებენ და სამხედროები პირისპირ ებრძვიან ტერორისტებს.
თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ ბატალიონის მეთაური, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმას ხელმძღვანელობდა.