საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კიდევ ორი დღით გახანგრძლივდება. როგორც „სიენენს” ანონიმურმა წყარომ უთხრა, ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კატარის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. მანამდე ეგვიპტემ განაცხადა, რომ პაუზის კიდევ ორი დღით გახანგრძლივებას ცდილობენ. იქამდე კი, ჰამასსა და ისრაელს შორის მორიგი ტყვეთა გაცვლა მოხდა. „ჰამასმა“ სულ 11 ისრაელელი მძევალი გაუშვა. ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან.

შეთანხმების თანახმად კი, ისრაელმა 33 პალესტინელი პატიმარი გაუშვა, რომელთაგან 30 ბავშვი და სამი ქალია.