საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ორმხრივი იერიშები არ წყდება – ღაზის სექტორში ისრაელის არმია პალესტინური სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს.

მთავარი სამიზნე „ჰამასის“ ობიექტებია, თუმცა ზიანდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. თავდასხმებს განაგრძობს „ჰამასიც“. სამხედრო დაპირისპირების შედეგად ორივე მხარეს მსხვერპლი ყოველდღე იზრდება. საავიაციო და სარაკეტო დაბომბვის პარალელურად ღაზის სექტორში და მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების აქციები დაიწყო.