საომარი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 

საქართველოს მეზობლად საბრძოლო მოქმედებების არეალი ფართოვდება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლს არ წყვეტენ. მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეტაკებებმა და სამხედრო ოპერაციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. იზრდება მსხვერპლის რაოდენობა, დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. შეიარაღებულ დაპირისპირებასა და საარტილერიო შეტევებზე ორივე მხარე სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს. ოფიციალურმა ერევანმა ბაქო დღეს მძიმე საბრძოლო სისტემების გამოყენებაში დაადანაშაულა და ფართო რადიუსის სამხედრო ტექნიკის მობილიზაციით დაემუქრა.

ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა – ასეთია მსოფლიო ლიდერების მთავარი გზავნილი.

დატოვე კომენტარი