საომარი მდგომარეობა ისრაელში

600-ზე მეტი გარდაცვლილი, ათასობით დაშავებული და ათეულობით მძევალი – ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყანამ უმძიმესი ღამე გაიარა, დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა ისრაელის ტერიტორიებს კოორდინირებულად, ხმელეთიდან და საჰაერო სივრციდან ერთდროულად შეუტიეს. მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას ისრაელი ამ დრომდე ცდილობს. ოფიციალური ცნობებით, მოკლულია 400-მდე პალესტინელი ტერორისტი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მზადაა მრავალწლიანი მუქარები და თავდასხმები დაასრულოს და ომში მთელი ძალისხმევით ჩაებას. დაჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს მსოფლიო ლიდერები უკვე მეორე დღეა გმობენ და პალესტინელებს ახსენებენ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ტერორიზმის ადგილი არ არის.