საოლქო საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა

ცესკო-ს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500 საჩივარი შევიდა. მათი ძირითადი ნაწილი პროცედურული ხასიათისაა და არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისისა და რეგიონების საარჩევნო უბნებზე დაწერილი საჩივრების უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ეკუთვნით.

საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შენიშვნების დიდ ნაწილს რეაგირება ადგილზევე მოჰყვა და აღმოიფხვრა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს არაუგვიანეს 17 ნოემბრის სხდომაზე შეაჯამებს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა კი, შედეგები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ.

დატოვე კომენტარი