საოკუპაციო რეჟიმმა ტატო ხარაზიშვილი გაათავისუფლა

18:15, 02.07.2018

16 წლის მოზარდის სამდღიანი ტყვეობა დასრულდა ოკუპირებულ ცხინვალში. საოკუპაციო რეჟიმმა ტატო ხარაზიშვილი გამოსასყიდი – ე.წ. ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი 2000 რუსული რუბლი, ხარაზიშვილების ოჯახის ნათესავმა გადაიხადა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრობს.

გათავისუფლებული ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს ერგნეთის საგუშაგოზე.

არასრულწლოვანი ტატო ხარაზიშვილი რუსმა სამხედროებმა 30 ივლისს სოფელ ჭვრინისის მინდვრიდან გაიტაცეს.

მსგავსი