საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

12:36, 30.11.2019

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. ზარდიაანთკარის მკვიდრ გენადი ბასტაევს უკვე შეუფარდეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება – მარიხუანა ცხრა გრამის ოდენობით ამოიღეს. ბასტიევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო კვეთისა და ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდის მუხლებით აღძრეს. ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

პარალელურად, უკვე 22-ე დღეა, ცხინვალის იზოლატორში, ე. წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, უკანონო ტყვეობაში რჩება ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მისი გათავისუფლებისკენ საოკუპაციო რეჟიმს არაერთხელ მოუწოდეს, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა.

მსგავსი