საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლა

საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლა. სოფელ ხურვალეთის საოკუპაციო ზოლს, რომელზეც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები რამდენიმე წლის წინ გაავლეს, ახალი რკინის მავთულებით ამაგრებენ, კერძოდ სოფელი ჯუკაანთკარის მიმდებარედ. ადგილზე მცხოვრებ ბატონისაშვილების ოჯახს საკუთარი რკინის ღობის ნაწილი ახსნილი დახვდათ. ისინი შიშობენ, რომ ღობის ახსნას მავთულხლართების გავლებაც მოჰყვება.

საკითხზე ინფორმირებულიია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ინფორმაციითაც ჯუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერის ახალი მავთულხლართებით ჩანაცვლება 21 იანვარს დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც, ამოქმედდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის უახლოეს შეხვედრაზე დააყენებს.