საოკუპაციო რეჟიმმა გოჩა ფიდიური გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა, სამი დღის წინ დაკავებული გოჩა ფიდიური გაათავისუფლა. საქართველოს მოქალაქე  ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი  ჯარიმის გადახდის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

გათავისუფლებული, შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხეს, რის შემდეგაც, ის საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.

გოჩა ფიდიური რუსმა სამხედროებმა სოფელ მეჯვრისხევის მინდვრებიდან გაიტაცეს. ის თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.