საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმის ტყვე თავისუფალია.

21 წლის ერიკ დრულევი უკვე სახლში იმყოფება. სოფელ არცევიდან დევნილი მამაკაცი ხუთ თებერვალს ოთხ თანმხლებ პირთან ერთად ვლადიკავკაზში ნათესავებთან მიდიოდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა როკის გვირაბთან დააკავეს. ექვსი დღე დრულევმა ცხინვალის ე.წ. იზოლატორში მძიმე პირობებში გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში გააქტიურებული იყო ევროკავშირის ცხელი ხაზი და გასათავისუფლებლად გამოყენებული იყო ყველა საერთაშორისო ბერკეტი. ყოფილი ტყვე ქართველ სამართალდამცავებს ცოტა ხნის წინ ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს.

დანარჩენი ოთხი პირი ისევ უკანონო პატიმრობაში რჩება.