საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის გათავისუფლება

სამდღიანი ტყვეობა დასრულებულია. ოკუპირებული სოფლის, ვანელის სიახლოვეს დაკავებული მალხაზ ჯანელიძე საოკუპაციო რეჟიმმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა.

წარმოშობით თელაველი და თბილისში მცხოვრები მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ცხინვალის ე.წ. იზოლატორში იყო გადაყვანილი. მისი გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები, გააქტიურებული იყო ევროკავშირის ცხელი ხაზიც. 47 წლის მამაკაცი უკვე გორშია, პოლიციის სამმართველოში მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი