საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ტყვეობაში მყოფი ექიმის დაკითხვის დეტალებს ასაჯაროებს.

არაღიარებული ხელისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილის მხრიდან ე. წ. საზღვრის კვეთას წინასწარ დაგეგმილ ქმედებად მიიჩნევს და ფაქტს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან აკავშირებს. ე. წ. უშიშროების კომიტეტმა დღეს დაკავებული მედიკოსის სატელეფონო ჩანაწერებიც კი გაავრცელა.

ოფიციალური თბილისის და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ცნობილი ტრავმატოლოგი ისევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება. დე-ფაქტო რეჟიმი მასზე ზემოქმედების მცდელობას უპერსპექტივოდ აცხადებს. არაღიარებული ხელისუფლების პროვოკაციული გზავნილების ფონზე, სულ უფრო იზრდება საერთაშორისო მზარდაჭერა და მწვავდება რეაქციები. ევროკავშირის ელჩმა დაკავებულ ექიმს გამყოფ ხაზთან შექმნილი მძიმე ვითარების მსხვერპლი უწოდა.

დატოვე კომენტარი