საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი, ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საოკუპაციო ძალებმა ის 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.  უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. უწყებაში ამბობენ, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი