საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ქართული დელეგაცია ხვალ ჟენევაში მოითხოვს.

ერთი დღით ადრე საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მედიკოსის ოჯახი მიმართავს. ცნობილი ტრავმატოლოგის ოჯახის წევრები ხელისუფლებას უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, ექიმის არგათავისუფლების შემთხვევაში კი კვირის ბოლოს პროტესტის რადიკალური ზომების მიღებას აანონსებენ.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ცნობილი ექიმი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ბოლოს 28 ნოემბერს მოინახულეს. მას შემდეგ ოჯახს ტრავმატოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აღარ მიუღია.