საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი

ევროსაბჭოში დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის საკითხიც განიხილეს.

უკვე ხვალ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ტრავმატოლოგის საქმეზე პრაღაში ისაუბრებენ, სადაც ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს უნდა შეხვდეს. მხარდამჭერ განცხადებებში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ექიმის გათავისუფლების და მისი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით დე-ფაქტო რეჟიმის გარდა რუსეთსაც არაერთხელ მიმართეს. თუმცა, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული მედიკოსი ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩება. მცდელობის მიუხედავად, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ექიმთან განმეორებით შეხვედრას ჯერ ვერ ახერხებენ.

დატოვე კომენტარი