საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სამი დღის წინ უკანონოდ დაკავებული ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ზურტის მცხოვრები, მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია.

კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება გენადი ბესტაევს უკავშირდება.

რუსი სამხედროების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, სამი წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი