საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულები

სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილის ოჯახის წევრები კარანტინს ცხინვალში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გაივლიან.

ახალგაზრდა წყვილი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია დაკავებულის ოჯახისთვის გუშინ გახდა ცნობული. ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ნათესავების ინფორმაციით, დაკავებულებს საკარანტინო რეჟიმის მოხდის შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. ოჯახის განცხადებით, მათ ე. წ. საზღვრის კვეთას ედავებიან და თანხის გადახდას სთხოვენ.  ცოლ-ქმარი, მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ხურვალეთში დააკავა.

დაკავებულის დის ინფორმაციით, ოჯახს ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვს დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საქმეში ჩართულია „წითელი ჯვარი“.

დატოვე კომენტარი