საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება 

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი სამ ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დაჭერის მცდელობა.