საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვაზე შემუშავებული ე.წ. კანონის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, მემკვიდრეობით კერძო საკუთრების მიღების აკრძალვა ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს შეეხება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ამ ე.წ. აკრძალვას სამართლებრივი საფუძველი არ ექნება.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დადებული ნებისმიერი გარიგება ანულირებულია.

თემის დეტალები „მოამბეში.“