საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე ახალი აკრძალვები დააწესა.

ხიდზე გადმოსვლის უფლება აღარ აქვთ გალის არხის მეორე მხარეს მდებარე სოფლების   მაცხოვრებლებს. საუბარია ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების სოფლების მოსახლეობაზე. საოკუპაციო რეჟიმი მათ ენგურის ხიდზე გადმოსასვლელად 2016 წლის შემდეგ გაცემულ ე.წ. აფხაზურ პასპორტებს ითხოვს, რაც აქამდე არ მომხდარა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწვეთ ყოფნა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენგურს აქეთ გადმოსვლა, რასაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვეღარ ახერხებს.