საოკუპაციო ხაზთან სპორტული ბაზა „კახის კლუბი“ გაიხსნა

12:28, 20.07.2025

გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში, საოკუპაციო ხაზთან ორ კილომეტრში სპორტული ბაზა საზეიმოდ გაიხსნა. „კახის კლუბი“ ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა – კახი კახიაშვილმა დააფუძნა. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბაზის მშენებლობას საფუძველი სამი წლის წინ ჩაუყარა. ამ დროისთვის მზად არის ორი დარბაზი, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. სპორტული ბაზის მიზანი მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. ღონისძიებას სპორტის მინისტრი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სპორტსმენები დაესწრნენ.

მსგავსი