საოკუპაციო ხაზთან გატაცებულის ოჯახს გორის მერი შეხვდა

საოკუპაციო ხაზთან გატაცებული მაია ოთიაშვილის ოჯახს ცოტა ხნის წინ გორის მერი შეხვდა. ის ოჯახის წევრებს გაესაუბრა. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 36 წლის მაია ოთიაშვილი დღეს დააკავეს, ის საკუთარი ბაღიდან წაიყვანეს.

ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ქალი შეიარაღებულმა პირებმა ძალის გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ ევროკავშირის მისია ინფორმირებულია.